LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ვარდოსანიძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

162
ბექა ვარდოსანიძე

ანტიდასავლურ და რადიკალურ ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაახლოებული პირი და აქტივისტი, ბექა ვარდოსანიძე საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა – ამის შესახებ ვარდოსანიძე facebook-ჩართვაში თავადვე ამბობს. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიიღო.

ადვოკატების ცნობით, ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით 31 დეკემბერს დააკავეს. მისივე გადმოცემით, მას შსს პოლიციის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

„ჟურნალისტზე გავბრაზდი და პოლიციელზე გადავტეხე ჯოხი, სიძულვილი კი არ გამოვხატე მის მიმართ… ყველა, ვინც სარჩელს შემოიტანს, ხომ უნდა გადაამოწმო, რა კომპეტენციის საფუძველზე ჩივის და მერე მე მიძახებ ხომ? რეაგირებას რომ აკეთებ და მიძახებ, წაიკითხე, რაზე მიჩივიან იქ. ან ვიდეო ნახე ჯერ, რაზე მიჩივიან და გადაამოწმე, არის ამაზე რეაგირება დასაწყები?

სადაც არავითარი ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა არ არის, მაგაზე ავღელდი ზუსტადაც. ბიჭო, ვიდეო ნახეთ-მეთქი?! რაზე მიბარებთ-მეთქი? – ამის გამო მომივიდა ეს… ემოციურად ავღელდი ჟურნალისტების ორმაგი სტანდარტის გამო. ჟურნალისტებს აქვთ ყველაფრის უფლება და მე თუ ხმას ამოვიღებ, პოლიციაში შეიტანენ განაცხადს და დაგიბარებენ ეგრევე“, – ამბობს ვარდოსანიძე facebook-ჩართვაში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბექა ვარდოსანიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. ქეთი თუთბერიძის განცხადებით, მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და კიბერბულინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g