ბერძენმა სამართალდამცავებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.
20 წლის ბრიტანელი ქალი ათენის გარეუბანში, გლიკა ნერაში, ძარცვის დროს მოკლეს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დაკავებულს სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაჰკითხავენ.
გამოცემის ცნობით, ქართველი ეროვნების კაცის დაკავება ბულგარეთის საზღვარზე მოხდა, სადაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას ცდილობდა.
დაკავებული პირი, მოხუცი წყვილის გაძარცვის საქმეზე უკვე ნასამართლევია.