LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია“ – რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი

1430
2026-03-10_02-04-24_030826

ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ანემიაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ის წერს, რკინის დეფიციტი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა:

„გრძნობთ მუდმივ დაღლილობას მაშინაც კი, როცა გამოიძინეთ?
ხშირად ანემია „ჩუმად“ იწყება:
• ძილიანობა და სისუსტე;
• თავბრუსხვევა;
• კონცენტრაციის დაქვეითება.
თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, დიდი ალბათობით მარტო არ ხართ — რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა.
ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია. საკვები მხოლოდ კალორიები არ არის – ის ბიოქიმიური ინფორმაციაა ჩვენი სხეულისთვის.

მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია. გაიცანით ხავერდოვანი ჭარხლის ჰუმუსი – თქვენი ენერგიის წყარო!
ჭარხლის ჰუმუსი (3 პორცია)
ინგრედიენტები:
•შემწვარი ჭარხალი 200 გ;
•მოხარშული წითელი ოსპი 180 გ;
•ტაჰინი 1 სუფრის კოვზი;
•ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) 1 სუფრის კოვზი;
•ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი;
•ნიორი 1 კბილი;
•ზირა და შებოლილი პაპრიკა ¼ ჩაის კოვზი;
•ზღვის ან ჰიმალაის მარილი გემოვნებით.
მოსართავად: ტკბილი წითელი წიწაკა (C ვიტამინის საბადო!) 80 გ, ბროწეული 40 გ და ქინძი 15 გ.
მომზადების წესი:
1.ჭარხალი დაჭერით კუბებად, მოასხით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში.
2.ბლენდერში მოათავსეთ ჭარხალი, ოსპი, ტაჰინი, ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი და სანელებლები.
3.დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ოსპის ბულიონი ხავერდოვანი ტექსტურისთვის.
4.ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა.
რკინის მაქსიმალური ათვისებისთვის, ამ კერძის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ ჩაი ან ყავა, რადგან მათში არსებული ტანინები ამცირებს რკინის აბსორბციას“, – წერს ნატა გაგუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g