LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი მეკითხება, რატომ ვარ კატის ადამიანი – რა უფრო გაგიხარდებათ: ჩაგეხუტოთ ის, ვინც ყველას ეხუტება, თუ ვინც მხოლოდ თქვენ გეხუტებათ?“ – ნატალია ყიფშიძე თავის კატას ემოციურ პოსტს უძღვნის 

257
Untitled design - 2023-11-02T110136.861

„მეჩვენებოდა რომ ნივთებით სავსე ოთახი ცარიელი იყო…სახლში დაბრუნებული მარტოობას ვგრძნობდი. სულ ის განცდა მქონდა რომ რაღაც მაკლდა,“- მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს თავის კატას უძღვნის.

„ვცდილობდი თავი დამეჯერებინა რომ ავეჯის გადალაგებით ვიპოვიდი მშვიდ ბუნაგს.

დრო გავიდა და ვიპოვე ჩარლზ ვოლტერი – ფუმფულა არსება ისეთი როგორც ღრუბელი.

მისი ხმა ვიბრირებს ოთახში თითქოს მტვერსასრუტი, რომელიც ყველა ცუდ ენერგიას სრუტავს და საჭიროს ტოვებს.

ხოდა რა არის ეს საჭიროება? გრძნობა იმის რომ არ ხარ მარტო, რომ ვიღაც შენზეა დამოკიდებული.

ბევრი მეკითხება რატო ვარ კატის ადამიანი, როცა ძაღლები არსებობენ სამყაროში.

ერთი მარტივი კითხვით მიგახვედრებთ ჩარლის სიყვარული რატომ არის ასეთი ღირებული ჩემთვის: რა უფრო გაგიხარდებათ ჩაგეხუტოთ ის ვინც ყველას ეხუტება, თუ ვინც მხოლოდ თქვენ გეხუტებათ?

 

View this post on Instagram

 

A post shared by NATALIA KIPSHIDZE (@nataliakipshidze)

მის სითბოს ვგრძნობ, როგორც დამსახურებულ საჩუქარს, მისი მოფერებით ვხვდები რომ არსებობს რაღაც სიმშვიდე და მათქმევინებს სიტყვას – მადლობა,“- წერს ყიფშიძე.

ნატალია ყიფშიძე: „დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას… ერთი ადამიანი დარჩა ჩემი ოჯახიდან, ვისგანაც სერიალზე შეფასება არ მიმიღია და ეს ზურაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები