ბიბი რექსამ და დუა ლიპამ ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ესპანეთში, MTV Europe Music Awards-ზე გაიცნეს. საინტერესოა, რომ გოგონებმა საერთო ენა მაშინვე გამონახეს და დამეგობრდნენ.
ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, თანამედროვეობის ორი საუკეთესო შემსრულებელი სხვებთან ერთად, ერთმანეთს ,,გრემის” ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის” ნომინაციაში დაუპირისპირა.
ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები მოულოდნელმა სიხარულმა აატირა, რადგან საერთო ჯამში მათ ორი ნომინაცია მიიღეს.
,,დაუჯერებელია, მეტყველების უნარი დავკარგე” – ვარსკვლავები ,,გრემის” ნომინაციებს ეხმაურებიან (ფოტო)
ნომინანტთა ვინაობის გამოცხადებიდან მალევე, ბიბიმ ,,ტვიტერზე” ემიოციური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის და დუა ერთმანეთს ეხუტებიან.
,,ორი ალბანელი გოგონა ,,გრემის” ორგზის ნომინანტია. ჩემს გულში ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. გოგონებო, შეუძლებელი არაფერია ასე რომ მიჰყევით თქვენს ოცნებებს,” – ,,დატვიტა” 29 წლის მომღერალმა და პოსტზე 23 წლის კოლეგა და მეგობარი მონიშნა.
Two Albanian girls nominated for 2 Grammys. In my heart we already won. To all the Albanian girls and all the girls around the world, anything is possible so keep following your dreams and keep on breaking the mold. @DUALIPA @RecordingAcad pic.twitter.com/gq83rh6jXV
— Bebe Rexha (@BebeRexha) December 8, 2018
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის’’ გამარჯვებულები 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გამოვლინდებიან.