LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ბიჭის შემთხვევა იქნება ექსკლუზიური და გულისხმობს შრომის, როგორც კულტურის წახალისებას – გიორგი კეკელიძე

333
BeFunky-collage (2)

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გუშინ, 8 თებერვალს, საზოგადოებას გურული დღიურების ფონდის ახალი სტიპენდიატი გააცნო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართველი მწერალი საკუთარ ჰონორარს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

გიორგი კეკელიძე: ბიჭი, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია

"მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით - დღეს აქვს, ხვალ დაძლევს"

მოგეხსენებათ, გურული დღიურების ფონდის სამიზნეს რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ, თუმცა გიორგი კეკელიძე “ფორტუნასთან”  საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოფილი მოსწავლის, ყოჩივარდების გამყიდველი ბიჭის, ისევე როგორც დათია ბადალაშვილის  შემთხვევა იქნება ექსკლუზიური და გულისხმობს შრომის, როგორც კულტურის წახალისებას.

“სწავლა დაასრულა, უბრალოდ ვეღარ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და აგრძელებს სოფელში მუშაობას. არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მხოლოდ შრომაზე ორიენტირებული. სხვათაშორის, ძალიან განათლებული და სწავლის მოყვარე. ჩვენ შევეცდებით ასე, დისტანციურად დავეხმაროთ”- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ცნობისთვის, დათია ბადალაშვილმა სოფელ თონეთში საბიბლიოთეკო სივრცე  სწორედ გიორგი კეკელიძის და გურული დღიურების ფონდის დახმარებით დააბრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები