თბილისში, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს.
აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით, “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”. მათი თქმით, თუკი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში დატოვებს, აქციები პერმანენტული იქნება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.