LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძის ასლი – ახალი კადრები მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმის გადაღებებიდან

206
page

პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. ლეგენდარული არტისტის როლს მისი 26 წლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს.

მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმისშვილი შეასრულებს – ნახეთ პირველი ფოტო

ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა. ჯაფარი ბიძას მართლაც საოცრად ჰგავს. მედიის ცნობით, ის აქტიურად ეუფლება მაიკლის საკულტო ილეთებს, მას საოცრად კარგად გამოსდის ცეკვა.

ცნობისთვის, ის მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ბიჭი მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული, 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. „იუთუბზე“ მისი არაერთი კლიპია გავრცელებული.

ფილმის, „მაიკლის“ მსოფლიო პრემიერა 2025 წელსაა ჩანიშნული.

„ბოჰემური რაფსოდიას“ პროდიუსერი მაიკლ ჯექსონზე ფილმს გადაიღებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები