LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმისშვილი შეასრულებს – ნახეთ პირველი ფოტო

214
Untitled.pngdsf

პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული არტისტის როლს მისი 26 წლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს.

ცნობისთვის, ის მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ბიჭი მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული, 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. „იუთუბზე“ მისი არაერთი კლიპია გავრცელებული.

ჯაფარმა  უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მაიკლის საკულტო მოძრაობას იმეორებს.  ფილმის რეჟისორი ანტუან ფუკუა  სცენარისტი კი ჯონ ლოგანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფოტო: მაიკლ ჯექსონის „ნევერლენდის“ რანჩო 22 მილიონად გაიყიდა – სტუმრად ვარსკვლავთან

„ის მსუქან ღორს მეძახდა“ – ჯენეტ ჯექსონი მაიკლ ჯექსონზე ალაპარაკდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები