LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს

147
Revolt-In-Style-Shaboozey-Beer-1

Shaboozey-ის ჰიტი – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” ლიდერობით, ახალ რეკორდულ ნიშნულზეა. 2024-ის ერთ-ერთი ტოპ ჩანაწერი ამ კვირის განახლებული შედეგით, კვლავ რეიტინგის სათავეშია.

შედეგად, არტისტის გამორჩეულმა ნამუშევარმა, ჩარტში პირველობის 17 კვირიან რეკორდს მიაღწია. 17 კვირიანი რეკორდი აქამდე მხოლოდ Lil Nas X-მა და ბილი რეი საირუსმა გადალახეს. ჰიტ-აღლუმის 66 წლიან ისტორიაში, Old Town Road ერთადერთია, რომელმაც წამყვანი პოზიცია ყველა დროის ყველაზე რეკორდული მაჩვენებლით, 19 კვირით დაიკავა.

ცნობისთვის, Shaboozey-იმ მომავალი წლის ,,გრემიზე” 5 ნომინაცია მიიღო. ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში წარადგინა, სიმღერა – A Bar Song (Tipsy) კი, რომლითაც მან 29 წლის ასაკში საყოველთაო აღიარება მოიპოვა, მუსიკალური ინდუსტრიის 3 უმაღლესი ჯილდოს მოპოვებისთვის იბრძვის. ესენია: ,,წლის სიმღერა”, ,,საუკეთესო ქანთრი სიმღერა” და ,,საუკეთესო ქანთრი სოლო პერფორმანსი”. კიდევ ერთი ნომინაცია Shaboozey-ის ბიონსესთან და ლინდა მარტელთან ერთად, ,,საუკეთესო მელოდიური რეპ პერფორმანსისთვის” მიენიჭა.

2025 წლის ,,გრემის” ნომინანტები დასახელდნენ – ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა

შეგახსენებთ, რომ A Bar Song (Tipsy) Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლია. თავდაპირველად, სიმღერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში 13 ივლისს მოექცა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის პირველ ადგილს ორჯერ გამოეთიშა.

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) პირველობა დაიბრუნა და ახალი რეკორდიც დაამყარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები