,,ბილბორდის ცხელ ასეულს” კვლავ Shaboozey ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ლიდერობს. 2024-ის ერთ-ერთი ტოპ ჩანაწერის დომინანტობა უკვე 18 კვირას ითვლის, ამ კვირის განახლებული შედეგით კი, ის ჰიტ-აღლუმში პირველობის ყველა დროის რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა.
იმ შემთხვევაში თუ A Bar Song (Tipsy) მომავალ კვირასაც ლიდერ პოზიციაზე დარჩება, ის ჩარტის 66 წლიან ისტორიაში, Lil Nas X-ისა და ბილი რეი საირუსის ჰიტის – Old Town Road რეკორდს გაიმეორებს. 2019 წელს სიმღერა პირველ ადგილს ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, 19 კვირით იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ Shaboozey-ის მსმენელისთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა, რადგან დეკემბრის დასაწყისში ბოლო დროის ჰიტებს რეიტინგში, საშობაო და საახალწლო სიმღერები ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, Shaboozey-იმ მომავალი წლის ,,გრემიზე” 5 ნომინაცია მიიღო. სიმღერით – A Bar Song (Tipsy) მომღერალი მუსიკალური ინდუსტრიის 3 უმაღლესი ჯილდოს მოპოვებისთვის იბრძვის. ესენია: ,,წლის სიმღერა”, ,,საუკეთესო ქანთრი სიმღერა” და ,,საუკეთესო ქანთრი სოლო პერფორმანსი”.
,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს
შეგახსენებთ, რომ A Bar Song (Tipsy) Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლია. თავდაპირველად, სიმღერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში 13 ივლისს მოექცა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მან პირველი ადგილი ორჯერ დათმო.