LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში ,,ოსკაროსანი” Shallow მოექცა

158
khloe_investigacion_jordyn_woods_x1x.jpg_1834093470

,,ბილბორდის ცხელ ასეულში”ცვლილებებია. მას შემდეგ, რაც 91-ე ,,ოსკარებზე” ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის Shallow ,,საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად” დასახელდა, როგორც ჩანს დუეტის პოპულარობამ იმატა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ,,ოსკაროსანი” კოლაბორაცია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რეიტინგის ათეულშიც კი არ შედიოდა, ამჯერად ჩარტის სათავავეში მოექცა.

მუსიკამ კინოფილმიდან ,,ვარსკვლავის დაბადება”, პირველობა არიანა გრანდეს მეხუთე სტუდიური ალბომის Thank U, Next მეორე სინგლს 7 Rings დაათმობინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას არიანა გრანდეს სამი სინგლი ახალი დისკიდან, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს ჩაეშვა, ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე გადანაწილდა, რითაც ახალგაზრდა შემსრულებელმა ,,ბითლზის” 1964 წლის რეკორდი გაიმეორა.

არიანა გრანდეს ახალი სიმღერები ,,ბილბორდის” პირველ სამეულს იპყრობს (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები