LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდეს ახალი სიმღერები ,,ბილბორდის” პირველ სამეულს იპყრობს (ფოტო)

415
02-ariana-grande-7-rings-2019-billboard-1548

არიანა გრანდე მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. მეხუთე სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ, 26 წლის შემსრულებელი შედეგით ტკბება.

გაირკვა, რომ მიმდინარე კვირას ამერიკელი მომღერლის სამი სინგლი დისკიდან Thank U, Next, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს ჩაეშვა, ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე გადანაწილდა.

საუბარია სიმღერებზე Thank U, Next, 7 Rings და Break Up with Your Girlfriend, I’m Bored.

 

View this post on Instagram

 

Ariana Grande rules this week’s #Hot100 ?

A post shared by Billboard (@billboard) on

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად, 1964 წელს დაფიქსირდა, როცა რეიტინგის სამეულში ,,ბითლზის” ჰიტები: She Loves YouI Want to Hold Your Hand და Please Please Me მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები