LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიში Apple Music-ზე საავტორო რადიო-შოუს „Me & Dad Radio“ იწყებს

159
bili-768x435

უკანასკნელად, ბილი აილიში საზოგადოების წინაშე გრანდიოზულ, საქველმოქმედო, ვირტულაურ კონცერტზე, One World: Together at Home გამოჩნდა, სადაც მსმენელს, ძმასთან ერთად საოცარი ონლაინ პერფორმანსი შესათავაზა.

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 5 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, მამასთან ერთად Apple Music-ზე საავტორო რადიო-შოუს „Me & Dad Radio“ იწყებს.

ბილის ხშირად აღუნიშნავს, რომ მისმა მშობლებმა მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს, ეს კი Apple Music-სთვის ინსპირაციად იქცა.

„ადრე სიმღერებს მამაჩემი მასმენინებდა,  ახლა  კი მას რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია ვურჩიე და ის მათზე გიჟდება“, – განაცხადა ბილიმ.

ცნობისთვის, პირველი რადიო-შოუ უკვე დღეს, 8 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები