LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიში კონცერტებს ევროპაში გამართავს

127
photo-collage.png (11)

ბილი აილიშის მიმდინარე ტურნეს ევროპული კონცერტების სერიის დაწყების თარიღი ცნობილია. Hit Me Hard and Soft: The Tour-ის ევროპული ნაწილი სტარტს 23 აპრილს, შვედეთში აიღებს და 27 ივლისს, ირლანდიაში დასრულდება. დუბლინში გამართული პერფორმანსი, ტურნეს დასკვნითი შოუ იქნება.

ამ პერიოდის განმავლობაში, შემსრულებელი კონცერტებს ასევე ისეთ ევროპულ ქვეყნებში გამართავს, როგორებიცაა: ნორვეგია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, შოტლანდია და ინგლისი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში დაგეგმილი ორი შოუს სპეციალური სტუმარი, ლოლა იანგი იქნება. ის აილიშის სცენაზე გამოსვლამდე, პუბლიკას საღამოსთვის განაწყობს.

შეგახსენებთ, რომ ბილი აილიშმა გასული წლის მაისში მესამე სტუდიური ალბომი – Hit Me Hard and Soft გამოუშვა. მომღერალმა დისკის მხარდასაჭერად ტურნე შარშან, სექტემბერში დაიწყო და ამ დრომდე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ოკეანეთში იმოგზაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები