,,ბილბორდმა” საკუთარ ჩარტებში მიღწევების მიხედვით, 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო არტისტი გამოავლინა. საკულტო გამოცემამ მათი ჩამონათვალი 2000 წლიდან 2024 წლამდე ძირითადად ისეთ ჰიტ-აღლუმებში მიღწეული წარმატებების თანახმად შეადგინა, როგორებიცაა: ,,ბილბორდის ცხელი ასეული” და ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი”.
21-ე საუკუნის 100 საუკეთესო არტისტს შორის პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტი, მეორეზე – დრეიკი, მესამეზე რიანა, მეოთხეზე Post Malone, მეხუთეზე ემინემი, მეექვსეზე the Weeknd, მეშვიდეზე ბიონსე, მერვეზე ჯასტინ ბიბერი, მეცხრეზე ბრუნო მარსი, ხოლო მეათეზე აშერი დასახელდა.
,,ბილბორდის ჩარტებში” მიღწევების შედეგად, 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო არტისტის სრული სია ასეთია:
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Billboard-ის მიერ გამოქვეყნებულ 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 25 უდიდესი პოპვარსკვლავის სიას ხმაურიანი განხილვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით ჟურნალმა განმარტა, ლისტის შედგენისას ყურადღება არტისტების მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან – მათ ევოლუციასა და გავლენიანობაზე გამახვილდა.
Billboard-მა ,,21-ე საუკუნის უდიდეს პოპვარსკვლავად” ბიონსე დაასახელა – სრული სია ცნობილია