LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე ქანთრის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა – საზოგადოება შოკშია

135
page

ორშაბათს, ამერიკის ქანთრის მუსიკალური ასოციაციის რიგით 58-ე დაჯილდოების ნომინანტები წარადგინეს. მორგან უოლენმა ყველაზე მეტი, შვიდი ნომინაცია მიიღო. მათ შორის ის მთავარ ჯილდოზე, „წლის არტისტის“ ნომინაციაზეცაა წარდგენილი. კოდი ჯონსონმა და კრის სტეიპლტონმა ხუთ-ხუთი ნომინაცია დაიმსახურეს, ლეინი უილსონი კი ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი. მათ შორის აღმოჩნდა პოსტ მელონიც.

ყველასთვის გასაოცრად, ქანთრის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ბიონსე, რომლის წარმატებაც ამ კუთხით ყველას გარანტირებული ეგონა. მისი გულშემატკივრები შოკში არიან, ინტერნეტსივრცეში უამრავი ვარაუდი და კომენტარი იწერება.

მომღერლის ფანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქანთრი, რასისტული ჟანრია და ამ ინდუსტრიას ფერადკანიანი ქანთრის მომღერლების მიღება არ სურს. თავად არტისტს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ბიონსეს ნამუშევარს, საუბარია მის ალბომზე Cowboy Carter, რომელიც არტისტმა 29 მარტს გამოუშვა და დიდი ფურორიც მოახდინა.

ბიონსემ ვისკის ბრენდი შექმნა და საოცარი „ლუქით“ აღაფრთოვანა საზოგადოება

ქანთრის დედოფალი – ბიონსე ფოტოებს ავრცელებს

ბიონსე ახალი ალბომის გარეკანზე სრულად გაშიშვლდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები