ამ დღეებში, ,,კარტერები” იოჰანესბურგს სტუმრობდნენ, სადაც ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Global Citizen გაიმართა. საინტერესოა, რომ ბიონსე, რომლის ფანები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნნენ 37 წლის ვარსკვლავის ოქროსფერ ნაწნავებს, საღამოზე განსხვავებული თმის ფერით წარდგა.
ამერიკელი შემსრულებელი მოულოდნელად შავგრემანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯეი-ზის მეუღლის ტრანფორმაციამ, მუსიკოსის თაყვანისმცემელთა აზრი ორად გაყო: უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიონსე ამ იმიჯითაც შეუდარებელია, დანარჩენებს კი ქერათმიანი დედოფალი უფრო მოსწონდათ.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე ერთადერთი არ არის, ვინც ბოლო პერიოდში იმიჯი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ, რიზ უიზერსპუნი, სელმა ჰაიეკი და ენ ჰეთევეი ასევე განსხვავებული თმის ფერით მოგვევლინნენ.