ბიონსე და მისი მეუღლე, ჯეი ზი კრუიზში იმყოფებიან. 42 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ მოგზაურობიდან ფოტოების სერია გაავრცელა. „ქანთრის დედოფალი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას მინი თეთრი კაბა ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი თავსახვევი და დიდი ზომის სათვალე ასრულებდა.
ცნობისთვის, წყვილს 20 წლიანი ქორწინება აკავშირებს, ისინი სამ შვილს ზრდიან.
ქანთრის დედოფალი – ბიონსე ფოტოებს ავრცელებს