LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ტყუპები კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან

68

დაბადებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ბიონსესა და ჯეი-ზის ტყუპებს ჯანმრთელობასთან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და ექიმების ზედამხედველობის გამო კლინიკაში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მათი სახლში გაწერა რამდენიმე დღეში იგეგმებოდა. პატარები ჯერ კიდევ საავადმყოფოში არიან.

ვარსკვლავურ წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, პრობლემა არ არის საშიში, თუმცა მედიკოსები მათი სახლში გაშვებისგან თავს იკავებენ.

25 ივნისს გამართულ BET Awards-ზე ბიონსემ ნომინაციაში „მაყურებლის სიმპათია“ გაიმარჯვა. ბუნებრივია, მომღერალი საღამოს ვერ ესწრებოდა, თუმცა სოციალურ ქსელში მან სამადლობელი სიტყვა გამოაქვეყნა:

„მადლობა უდიდესი თანადგომისა და ჩემი ალბომის „Lemonade“ მხარდაჭერისთვის. ეს იყო სიყვარულით სავსე მოგზაურობა, ჩვენი კულტურის დღესასწაული, წარსულის პატივისცემა და ოპტიმიზმით სავსე მომავალი!“ – დაწერა მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ ტყუპები ბიონსეს 12 ივნისს შეეძინა, თუმცა მედიისთვის ეს ფაქტი ცნობილი დაახლოებით ერთ კვირაში გახდა. მათ გარდა მუსიკოსებს უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები