ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ცოლი, ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
„მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით – 10 000 ლარი გადასცა.“– წერს Facebook-ზე ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე.
ნანა გოთუას სტატუსი „ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის“ მიენიჭა.