LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსაქმიანობებში შშმ პირების ჩართულობა გაიზრდება

80
shutterstock-1183293361

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალი პაკეტი, სადაც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნესპროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

„აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნესსაქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g