LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლატერის სკანდალური აღიარება: როგორ მოიპოვა რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა

98

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც როგორც ცნობილია 90 დღე ჩამოშორებულია საფეხბურთო საქმიანობას, აქტუალურ პრობლემებზე ალაპარაკდა – პოლიტიკის შეჭრაზე ფეხბურთში.

იოზეფ ბლატერმა Financial Times-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც ძალიან საინტერესო, მეტიც, სკანდალური ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი.

ფიფაში წინასწარ შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წლის – აშშ-ში გაიმართებოდა.

იოზეფ ბლატერი: „გადაწყვეტილება შეთანხმებული გვქონდა. ეს არ იყო აღმასკომის ღია გადაწყვეტილება, ეს არ განგვიხილავს საერთო კრებაზე. ეს არ გაფორმებულა ქაღალდზე, ეს გახლდათ კულისებში მიღებული გადაწყვეტილება, დიპლომატიურ სტილში. მოდი, ასე ვთქვათ, ეს იყო ჯენტლმენური შეთანხმება.

ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც ნავარაუდევი იყო, არც ვიცი ახლა სად ვიქნებოდი, ალბათ სადმე კუნძულზე დასასვენებლად“ – აი ასეთი არაოფიციალური და არადიპლომატიური განცხადება გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა.

ბლატერის აჭიკჭიკების ერთ-ერთ ფარულ მიზეზად უეფას პრეზიდენტ და ფიფას პრეზიდენტობის მსურველ მიშელ პლატინისადმი დარტყმის მიყენებას ასახელებენ.

ქვემოთ მისი ინტერვიუს კიდევ არაერთ საინტერესო დეტალებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

– თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ ბლატერის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელიც დიდი ხანია ტახტზე ზის. შემდეგ კი სერიოზულ პოლიტიკურ მასშტაბებში გადაიზარდა: ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ახალი ფიფას ნახვა სურთ, ევროპარლამენტი ცალკე რეზოლუციას იღებს ბლატერის წინააღმდეგ…

ვცდილობ გავერკვე რა გახდა მიზეზი. მარტივია თქვა, რომ ვიღაცამ ღირსეული წაგება არ იცის, მაგრამ ეს ძალიან უბრალო ახსნაა.
გადავწყვიტე წავსულიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამ ისტორიის დეტალებს ჩემი წიგნის მეოთხე ან მეხუთე თავში მოვყვები, თუ როგორი ზეწოლა იყო. წასვლა გადავწყვიტე არა საკუთარი თავის, არამედ ფიფას დასაცავად.

ყველაზე მტიკვნეული იყო არა მარტო აშშ-ს მხრიდან შეტევა, არამედ ისიც თუ როგორ მომექცა შვეიცარიის ხელისუფლება, როგორ დამაღალატეს.

ძალიან დაინტერესებული ვარ გეოპოლიტიკური სიტუაციით, გულისყურით ვადევნებ თვალს რა ხდება ფიფას ოფისში.

ბოლო ნამდვილი შვებულება 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მქონდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა გოგონამ მსოფლიო გარშემო დიდი ტური მოაწყო, მას შემდეგ აღარც დამისვენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები