LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენა“ 2019 წელს პრომოუტერებს თანამშრომლობის ახალ სქემას სთავაზობს

47578053_2188074964765699_8353712228238622720_o

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2019 წელს პრომოუტერებს თანამშრომლობის ახალ სქემას სთავაზობს. ახალი სქემის მთავარი პრიორიტეტი  გამჭვირვალობა და თანაბარი შესაძლებლობებია.

აღნიშნული სქემის პირობები „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მომუშავე პრომოუტერებს გააცნო.

შეხვედრას „ისთერნ ფრომოუშენსის“, „ალტერვიჟენის“, „ბრავო რეკორდსის“, „კულტურის პალატის“, „4GB”–ის, „Anaklia Entertainment Group“-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი პრომოუტერები დაესწრნენ.

„ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა პრომოუტერებს თანამშრომლობის 3 სქემა წარუდგინა: არენის იჯარით აღების შესაძლებლობა, თანადაფინანსება და არენის ღონისძიებებისთვის არტისტის ჩამოყვანის ორგანიზება.

როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა აღნიშნა, სამივე სქემით სარგებლობა პროცესის აბსოლუტური გამჭირვალობისა და თანასწორი პირობების გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენა“ იმ პრომოუტერებით უკვე დაინტერესდა, რომლებსაც 2019 წელს, წარმოდგენილი სქემებით, არენაზე კონცერტების ორგანიზების სურვილი ექნებათ. პრომოუტერებს წინადადებების წარდგენა 14 დეკემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 10 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზს გახმოვანებისა და განათების უახლესი აპარატურა და ლედეკრანები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g