LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M4 GTS-მა Ferrari 458 Italia-სა და McLaren MP4-ს აჯობა (ფოტო და ვიდეო)

19

BMW M4 GTS რეკორდების დამყარებას განაგრძობს, ნურბურგრინგის გზაზე მან საუცხოო შედეგი, 7 წუთი და 27 წამი აჩვენა, რითაც უკან ჩამოიტოვა ისეთი სუპერქარები Ferrari 458 Italia, McLaren MP4 და Porsche 911 GT2.

ჯერ კიდევ ოქტომბერში GTS-სმა ნურბურგრინგის სარბოლო გზის გავლას 7 წუთი და 28 წამი მოანდომა, თუმცა, განმეორებითმა შედეგმა ყველა გააოცა. ამ შედეგით BMW M4 GTS მსოფლიოს 40 უსწრაფეს ავტომობილთა შორის მოხვდა.

სინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტომობილს 3.0 ლიტრიანი, ექვს-ცილინდრიანი TwinPower ტიპის ძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაა. 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი კი ავტომობილს, ფაქტიურად დაუმარცხებელს ხდის. 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას GTS 3.8 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები