LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბობი კრისტინა ბრაუნი მისმა ქმარმა მოკლა”-ახალი მტკიცებულება

151

ბობი კრისტინა ბრაუნს მისივე ქმარმა ორგანიზმში შეუყვანა ტოქსიკური ნივთიერება ინექციის სახით და შემდეგ, უგონოდ მყოფი,  აბაზანაში მოათავსა – ამის შესახებ ახალი მტკიცებულების გაცნობის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც სასამართლოს ბობი ქრისტინას მეურვეების ადვოკატმა გადასცა.

მანამდე, მეურვეების სარჩელში საუბარი იყო არა ინექციაზე, არამედ ტოქსიკურ კოქტეილზე. ახალ სარჩელში საუბარია, ასევე, იმის შესახებ, რომ ნიკ გორდონი დიდი ხნის განმავლონაში ატერორებდა კრისტინას და ფულს სძალავდა. მისი ჰოსპიტალიზაციისთანავე გორდონმა საკუთარი ანგარიშებიდან მთელი თანხა მოხსნა.

„ბობი კრისტინა ბრაუნი, ასევე, არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, გონების საბოლოო დაკარგვამდე ის კიდევ ერთხელ ცემა გორდონმა და ჰემატომებით დატოვა აბაზანაში,“-  ნათქვამია ახალ დოკუმენტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g