LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა: „რუსული ოცნება“ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ღიად მოუწოდებს, საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა დაარღვიოს“

132
Untitled design (5)

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ხაბეიშვილი: „რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე ფოთისა და ბათუმის პორტებს აკონტროლებს, სადაც, მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება“

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, მმართველი გუნდი ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა დაარღვიოს:

„რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ატარებს, რაც გასაკვირი არ არის, როცა პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციების პოლიტიკას არაეფექტიანად აცხადებდა და ღიად ამბობდა, რომ საქართველო ამ პოლიტიკის ნაწილი არ იქნება.

ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ანტიდასავლური და ღიად პრორუსულ საქმეს აკეთებს.

აბსურდული და ღიმილისმომგვრელია, რომ როცა აშშ ყველა უწყებასთან კოორდინაციით იღებს გადაწყვეტილებას დაასანქციროს ესა თუ ის ადამიანი, „რუსულმა ოცნებამ“ მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, სადაც საგამოძიებო უწყებები არ არსებობს და სადაც ყველა უწყება პოლიტიზებულია და დაქვემდებარებულია პარტიულ ვერტიკალს ივანიშვილის ხელში.

ღიმილისმგვრელი და სასაცილო იქნებოდა ეს მოთხოვნა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ არა ის გარემოება, რომ ივანიშვილი პუტინის დავალებით, ოთარ ფარცხალაძის და სხვა მსგავსი კრიმინალების ხელით ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ყველაზე მძიმე და სწორედ ამის გამო ხდება მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირება,“ – თქვა თინა ბოკუჩავამ.

ბუჩუკური: „ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკვე გასულია მომსახურების ზონიდან“ 

ცნობისათვის, ცნობისათვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა, საქართველოს ბანკებში ანგარიშები გაუყინეს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით

ამავე თემაზე:

შალვა პაპუაშვილი – ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია

„ბატონმა კახამ მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში.. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“- პრეზიდენტი

ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

იაგო ხვიჩია – ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ „ქეშის” გამოტანა მოასწრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g