LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 თვეში, რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა

42
WhatsApp-Image-2020-12-12-at-12.08.17

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა, დაჯარიმდა 1 ობიექტი. როგორც მან განაცხადა, 10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში, რეგულაციების დარღვევის გამო, 25 ობიექტი დაილუქა.

„2021 წლის 10 აგვისტოდან საანგარიშო პერიოდში, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საზედამხედველო უწყებების მხრიდან, განხორციელდა 22 254 აქტივობა, მათ შორის, დაჯარიმდა 49 ობიექტი, აქედან 30 იყო იურიდიული და 19 ფიზიკური პირი, რეგულაციების დარღვების გამო 25 ობიექტი დაილუქა”,- აღნიშნავს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები