ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მელოდრამის, „ბილეთი სამოთხეში“ პირველი თრეილერი გავრცელდა და მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ფილმში ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი გაშორებული წყვილის როლს ასრულებენ, ისინი ბალიზე მიემგზავრებიან, რათა ქალიშვილს ქორწინება გადააფიქრებინონ. ფილმის გადაღებები ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდში მდებარე „ჰამილტონის“ კუნძულზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმზე მიუზიკლის, „მამა მიას“ რეჟისორმა, ოლ პარკერმა იმუშავა. პრემიერა 21 ოქტომბერს შედგება.
„ბილეთი სამოთხეში“ – ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერთსი ახალ რომანტიკულ ფილმში მონაწილეობენ