LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს – ეკა სეფაშვილი

159
1654595670---1-2023-05-10_20-42-42_256365

დღესდღეობით ის ფაქტი თუ რატომ არაა საქართველო NATO-სა თუ თუნდაც ევროკავშირის წევრი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის წევრ ქვეყნებს აიძულებს, საქართველოს გაწევრიანებისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც სეფაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“აღნიშნავს, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის.

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ – საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ – შალვა პაპუაშვილი

„ჩემი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის წერილში მთავარი აქცენტი ის არის, რომ გაცხადდა ის თემა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველანაირად მზად არის და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ზოგადად, გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის. სხვათა შორის, ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც, როდესაც 2008 წელს საქართველოს არ მისცეს MAP-ი, ნატოში გაწევრიანების გეგმა და მისცეს მხოლოდ დაპირება, რომ აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი, ამან, ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, გამოიწვია საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, შემდგომში – ყირიმის და დღეს გვაქვს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ, გეოპოლიტიკური მშვიდობისათვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი და მიზანშეწონილია საქართველო იყოს NATO-ს წევრი. ოპონენტები ცდილობენ, მარტივი გზით იარონ. უბრალოდ, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ რეფორმები არ სრულდება და თითს იშვერენ გაურკვეველი მიმართულებით, რაც ასე არაა“, – განაცხადა სეფაშვილმა და დასძინა, რომ რეფორმები ნამდვილად სრულდება, რასაც სეფაშვილის თქმითვე, მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები.

საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს – პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილს აქვეყნებს

„ძალიან ბევრ რეიტინგში ჩვენ ვუსწრებთ იმავე ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ეს იქნება კეთილსინდისიერების რეიტინგი, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა და ძალიან ბევრი მსგავსი რეიტინგი. ასე რომ, ეს საერთაშორისო რეიტინგებია, რომლითაც ფასდება საქართველოში ჩატარებული რეფორმების ეფექტიანობა. ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ აღქმებზე მუშაობენ, ვურჩევდი უფრო მეტი წაიკითხონ თუნდაც საერთაშორისო პრესაში და საერთაშორისო რეიტინგებში გაეცნონ საქართველოს შესახებ შეფასებებს.

დღესდღეობით ის ფაქტი, თუ რატომ არაა საქართველო NATO-ს ან თუნდაც ევროკავშირის წევრი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის წევრ ქვეყნებს აიძულებს, საქართველოს გაწევრიანებისგან თავი შეიკავონ. თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს და როგორც დავრწმუნდით მოვლენების შემდგომი განვითარებით, მათმა ამ ზედმეტმა სიფრთხილემ, პირიქით, უკუშედეგი გამოიღო.

გიგა ბოკერია: უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

თავის დროზე აჯობებდა, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისათვის ეტაპობრივად მომზადებულიყო, თუმცა დღესდღეობით ამ გადაწყვეტილების მიღება დაგვიანებული არაა. თუმცა, ერთი დღით ადრე ვილნიუსის სამიტამდე NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მსგავსი ტიპის განცხადებას არ მოველი. ალბათ იქნება ჩვეულებრივი განცხადებები. ჩვეულებრივ განცხადებებში ვგულისხმობ იმას, რომ არც უარს გვეუბნებიან და არც მაინცდამაინც გვეპატიჟებიან.

თუმცა, მე შემიძლია ერთი დადებითი მომენტი აღვნიშნო – ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც მან ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ანუ ეს არის ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ. ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა სეფაშვილმა.

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g