LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო სერიაში ლეონარდო დიკაპრიო და ლორენ სანჩესი ერთად დარჩებიან“ – ორმაგი პაემანი სენ-ტროპეს სანაპიროზე

302
page

როგორც ცნობილია, ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა საცოლემ, ვიტორი ჩერეტიმ უქმეები იბიცაზე, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის, 485 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტაზე გაატარეს.

ემოციური შეხვედრა 485 მილიონიან სუპერ იახტაზე – ლეონარდო დიკაპრიო, ვიტორია ჩერეტი, ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იბიცას მზეს ეფიცხებიან

მედიაში ოთხეულის მორიგი ფოტოები გავრცელდა, ამჯერად ისინი სენ-ტროპეს სანაპიროზე შენიშნეს. ლორენი და ჯეფი ღია ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, ვიტორიასა და ლეოს კი შავი ფერის სამოსი ეცვათ.

ლეონარდიო კვლავ შავი პირბადით იყო წარმოდგენილი, ამ ფაქტმა მედიაში სახალისო კომენტარები გამოიწვია:

„პირბადე სანაპიროზე მაინც მოიხსენი“, „სულ პირბადე რატომ უკეთია, ამას ჰქონია, რომ ვერ ვიცნობთ?“, „ბოლო სერიაში ლეონარდო დიკაპრიო და ლორენ სანჩესი ერთად დარჩებიან“.

ლორენ სანჩესი ქმრის გარეშე – ბეზოსის ცოლი დიკაპრიოსთან პარიზში ბრწყინავს

გახსოვთ ალბათ ვიდეო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მსოფლიო მედია მოიცვა. კადრებში ასახულია ლორენისა და ლეოს აშკარა ფლირტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები