LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა: გიორგი გახარია

88
FORTUNA.GE- (2)

“ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობის მესამედი უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს, რომ მართოს ქვეყანა.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი და განმსაზღვრელი ძალა:

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.

მისი ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და ის მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება.” – თქვა პრემიერმა.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ რვა წლის განმავლობაში, უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდის მიუხედავად, ყველამ ერთად სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის, ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარების მიმართულებით.

 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო: მამუკა მდინარაძე

magti 5g