84 წლის ასაკში კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. საზოგადოება მას ემშვიდობება და სოციალურ ქსელში კიკაბიძესთან გამოსათხოვარი წერილები ვრცელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე მომღერალთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
„ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, მე ხომ ვიცოდი, მისი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო.
წავიდა ბუბა, მაგრამ, როგორც თვითონ უნდოდა, ისე წავიდა, წელში გამართული და სიმღერით. არასდროს „მიტრიპაჩია“ ამ ადამიანთან მეგობრობით, ერთს ვიტყვი, ბედნიერი ვარ, რომ ეს მეგობრობა მერგო. მშვიდობით, მეგობარო და როგორც შენ ამბობ არ დაიდარდოში – прохожий,кинь цветок на его могилу…. ამ ქვეყნად იქნები სულ❤️❤️❤️
უკან რომ ბიჭი უდგას, ის შეგვივსებს ბუბას ისტორიებს, ჩვენ რომ არ ვიცით“. – წერს გივი თარგამაძე.
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან