LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრანჯელინას“ ირგვლივ ახალი ტალღა იწყება – რას ითხოვს ბრედ პიტი

1197
page

ბრედ პიტი „შატო მირაველის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში, რუსი მილიარდერის, იური შეფლერის დაკითხვას ითხოვს.

ვერდიქტი გამოტანილია – ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლის პირადი მიმოწერები გადაეცა – „ბრანჯელინას“ სკანდალის ახალი ეტაპი დაიწყო

როგორც გამოცემა TMZ იუწყება, პიტი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი მეუღლის, ანჯელინა ჯოლის მიერ ღვინის მეურნეობაში არსებული წილის გაყიდვა სწორედ შიფლერის მითითებით განხორციელდა.

ოფიციალური განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 62 წლის ბრედ პიტი და 50 წლის ანჯელინა ჯოლი კვლავ განაგრძობენ მამულის გაყოფასთან დაკავშირებულ დავას.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, პიტი ამტკიცებს, რომ შიფლერმა გაუკეთა ორგანიზება გარიგებას, ხოლო ჯოლი მხოლოდ მის ფინანსურად მიმზიდველ შეთავაზებას დათანხმდა. ამ ბრალდებების დასადასტურებლად პიტი მიუთითებს ელექტრონულ მიმოწერაზე, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს პირდაპირ კონტაქტს ანჯელინასა და იურის შორის და შეიცავს საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ცნობისთვის, თავდაპირველად მეურნეობის 60% პიტს ეკუთვნოდა, ხოლო 40% ჯოლის. ქორწილის დღეს პიტმა მეუღლეს დამატებით 10% სიმბოლურ ფასად, ერთ ევროდ გადასცა. მოგვიანებით, განქორწინების შემდეგ, ჯოლიმ საკუთარი 50%-იანი წილი გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მსგავსი გარიგება მეორე მხარის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო.

რაც შეეხება თავად მილიარდერს, იური შეფლერმა 1990-იან წლებში მოიპოვა უფლება ეწარმოებინა არაყი ბრენდებით, „Столичная“ და „Московская“, თუმცა მოგვიანებით ეს გარიგება უკანონოდ იქნა მიჩნეული, რის შედეგადაც 2002 წელს მან რუსეთი დატოვა. დღეს ის ბიზნესს საზღვარგარეთ აგრძელებს და მისი ქონება 2026 წლისთვის დაახლოებით 1.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება იური შეფლერის პირად ცხოვრებას, ის ურთიერთობაშია „მის მსოფლიო 2008“-ის გამარჯვებულთან, ქსენია სუხინოვასთან. წყვილი ორ შვილს ზრდის. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი შოტლანდიაში მდებარე საკუთარ მამულს ყიდის.

„ვგრძნობ, რომ ნერვიულობისგან ავად ვხდები“ – მედიაში ანჯელინა ჯოლის პირადი მიმოწერა გავრცელდა

ბრედ პიტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნახ­ვას ითხოვს – „ბრანჯელინას“ ომი გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები