მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსმა ვაჟმა, მედოქსმა უარი განაცხადა მამასთან შეხვედრაზე, გამოძიება ამ საქმის დეტალებით დაინტერესდა: ოჯახის ყველა წევრი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა, რის შედეგადაც პიტზე ძალადობის ბრალდება მოიხსნა.
თუმცა ცოტა ხნის წინ, ბავშვთა დაცვის დეპარტამენტმა ამ საქმის მოკვლევა განაახლა. ოჯახის უმცროსი წევრების დაკითხვის შედეგად გაირკვა, ხომ ცოლ-ქმარი მათი თანდასწრებით ხშირად ჩხუბობდა და სკანდალი ბავშვების თანდასწრებით ვითარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცნობით, პიტმა გადაწყვიტა, ანჯელინას ბავშვებზე მეურვეობა დაუთმოს. სხვა საკითხების გარკვევას კი ის ადვოკატის გარეშე გეგმავს, რათა ბავშვებს ნაკლები ტრავმა მიაყენოს.