LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტს ყველაზე ცუდი ახალი წელი ჰქონდა

36

როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სახელები აქტუალობას არც 2017 წელს დაკარგავს.

ბრედ პიტმა შობას შვილებთან შეხვედრა, მართალია ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ მაინც მოახერხა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე დღესასწაულები პიტის ცხოვრებაში ყველაზე რთული იყო.

„ეს იყო ყველაზე ცუდი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში“, – აღიარა მსახიობმა თავის საახლობლოსთან. ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მას დღემდე უყვარს ქალი, რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა. მისივე ინფორმაციით, ბრედმა უარი თქვა ინტერნეტზე და საკუთარი თავის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის ამოკითხვაზე.

არსებული ინფორმაციით, გულის სიღრმეში მას ჯოლის დაბრუნების იმედი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები