LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედლი კუპერი ,,ოსკარებზე” მისვლას ჯიჯი ჰადიდისთან ერთად აპირებს“ – დასავლური მედია

168
page

სულ მალე „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება და როგორც ჩანს, წლევანდელი ღონისძიება მხოლოდ ნომინანტების გამოჩენით არ იქნება გამორჩეული.

ბრედლი კუპერი „ოსკარებზე“ მისვლას ჯიჯი ჰადიდისთან ერთად აპირებს, ამის შესახებ PageSix წერს. 49 წლის მსახიობს სურს მოსალოდნელი გამარჯვების დროს მის გვერდით მისი ახალი შეყვარებული, ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, ჯიჯი ჰადიდი იყოს.

წყვილი ერთმანეთს უკვე თვეებია ხვდება. ისინი პაპარაცების ობიექტივშიც არაერთხელ მოხვედრილან. მათ უკვე მოახერხეს და შოუბიზნესური სამყაროს ერთ-ერთ უსაყვარლეს წყვილად იქცნენ.

„თუკი ბრედლი წითელ ხალიჩაზე ჯიჯისთან ერთად გამოჩნდება, ეს მათი ურთიერთობისთვის დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აცხადებს ინსაიდერი.

დაველოდოთ საინტერესო მოვლენებით დატვირთულ ოსკარების დაჯილდოებას, მანამე კი გადაავლეთ თვლი ახლად გამომცხვარი ჰოლივუდური წყვილის ერთობლივ ფოტოებს.

წლის ფავორიტი წყვილი – ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის უბრალო პაემანი

ძალიან ბედნიერები – ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი მანჰეტენზე მორიგი სეირნობის დროს გადაიღეს

ვარსკვლავური წყვილი – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები