ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის 8 თვიანი რომანი, როგორც ჩანს უფრო სერიოზულდება. ამ დღეებში, ჰოლივუდის 40 წლის ვარსკვლავი 29 წლის სუპერმოდელთან გადაბარგების პროცესში პაპარაცებმა დააფიქსირეს. საკუთარი ბარგით დატვირთული კუპერი ირინას მანჰეტენზე მდებარე სახლში საცხოვრებლად გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა შეხვედრა 2015 წლის აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც კუპერი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგობარ გოგოს, მსახიობ სიუკი უოტერჰაუსს დაშორდა, ხოლო შეიკი და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ.


