LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანის გაოფიციალურებით უკმაყოფილო ირინა შეიკი ექს-მეუღლეს თავს არიდებს

267
page

გასულ კვირას, ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. 48 წლის ბრედლი და 28 წლის ჯიჯი ნიუ-იორკში ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს.

ვარსკვლავური წყვილი – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს

როგორც ჩანს, ირინა შეიკი მათი რომანის გაოფიციალურებით უკმაყოფილოა. ის ექს-მეუღლეს თავს არიდებს. მოდელი 6 წლის ქალიშვილის სკოლაში ისეთ დროს მივიდა, რომ ბრედლის არ შეხვედროდა.

„ირინა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბრედლი მოდელ, ჯიჯი ჰადიდს ხვდება. მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჰადიდი მასზე ბევრად ახალგაზრდაა. ბრედლის ექს-მეუღლე სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა, თითქოს ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ, ის ჯიჯიზე უფრო სასურველი და მოთხოვნადია“, – აცხადებს ინსაიდერი.

ფოტო/ვიდეო: ბრედლი კუპერი ირინა შეიკსა და შეყვარებულს, ჯიჯი ჰადიდს ერთდროულად უმასპინძლდება

ქალური კონკურენცია – ირინა შეიკი ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანით უკმაყოფილოა – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები