LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯიტ ჯონსი 4”-ის პირველი პოსტერი გავრცელდა – პრემიერა ვალენტინობის დღეს დაინიშნა

172
„ბრიჯიტ ჯონსი 4”-ის პირველი პოსტერი გავრცელდა - პრემიერა ვალენტინობის დღეს დაინიშნა

უნივერსალ პიქჩერსმა” ცნობილი ფილმის, „ბრიჯიტ ჯონსის” მეოთხე ნაწილის პირველი ოფიციალური პოსტერი გაავრცელა. პოსტერის გარეკანზე თავად „ბრიჯიტ ჯონსის” როლის შემსრულებელი, რენე ზელვეგერი ბრწყინავს. რენე ვარდისფერ ჟაკეტშია გამოწყობილი და ხელში ტრადიციულად, დღიური უკავია. ფილმი „ბრიჯიტ ჯონსი: ბიჭზე გადარეული”, ამავე სახელწოდების 2013 წლის რომანის მიხედვით გადაიღეს. ის ჰელენ ფილდინგის წიგნის მესამე ნაწილის ეკრანიზაციაა.

სიუჟეტის მიხედვით, ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრებაში მძიმე მომენტი დგება, რადგან მისი საყვარელი მეუღლე გარდაიცვლება. ბრიჯიტი წლების მერე ახალი ურთიერთობების დაწყებას გადაწყვეტს, თუმცა, ბოლოს ირკვევა, რომ კოლინ ფერტის გმირი ცოცხალია.

ფილმის პრემიერა 2025 წლის ვალენტინობას დაინიშნა.

ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე

55 წლის რენე ზელვეგერი კოკისპირულ წვიმაში „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები