LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოების ტოპ ნომინანტები ოლივია დინი და ლოლა იანგი გახდნენ

157
photo-collage.png (3)

ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ 46-ე BRIT Awards-ის ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდებიან.

დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, ოლივია დინი და ლოლა იანგი მოგვევლინნენ. შემსრულებლები ბრიტანული პრემიის ხუთ, მათ შორის ,,წლის ბრიტანელი არტისტის” ნომინაციაში არიან წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ორივე მუსიკოსი ამავდროულად, წლევანდელი ,,გრემის” ნომინანტიცაა.

ოთხი, მათგან კი ზემოხსენებული მნიშვნელოვანი და დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ნომინაცია, სემ ფენდერს მიენიჭა.

1996 წლის შემდეგ, ნომინანტთა შორის მოხვდა საკულტო ბრიტანული როკ ბენდი – Pulp.

ჯერჯერობით უცნობია ვის გადასცემენ სპეციალურ პრემიას – ,,ჯილდოს გლობალური წარმატებისთვის”, რომლის შარშანდელი რეციპიენტი, საბრინა კარპენტერი გახდა. ამასთან, ეს უკანასკნელი პირველ საერთაშორისო არტისტად იქცა, ვინც Global Success Award მიიღო. იქამდე ჯილდო მხოლოდ ბრიტანელ არტისტებზე გაიცემოდა და წარსულში მისი მფლობელები სემ სმიტი და ორ-ორჯერ, One Directionადელი და ედ შირანი გახდნენ.

საბრინა კარპენტერის თვალისმომჭრელი ლუქები, სპეციალური პრემია და პიკანტური პერფორმანსი BRIT Awards-ზე ,,სამეფო გვარდიის” თანხლებით

შეგახსენებთ, რომ BRIT Awards 28 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება. შოუს ზედიზედ მეექვსედ, ჯეკ უაიტჰოლი გაუძღვება.

2026 წლის BRIT Awards-ის წამყვანის ვინაობა ცნობილია

ცნობისთვის, BRIT Awards ,,გრემის” ბრიტანულ ანალოგს წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ძირითადად ლოკალურ არტისტებს შორის ავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები