LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BRIT Awards-ზე საბრინა კარპენტერს სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ, რომელიც აქამდე მხოლოდ ბრიტანელ არტისტებს აქვთ მიღებული

129
photo-collage.png

საიუბილეო, 45-ე BRIT Awards-ზე, რომელიც 1-ელ მარტს, ლონდონში გაიმართება, საბრინა კარპენტერი სპეციალურ პრემიას მიიღებს. კარპენტერი გახდება პირველი საერთაშორისო არტისტი, ვისაც ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია ,,ჯილდოს გლობალური წარმატებისთვის” გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე Global Success Award მხოლოდ ბრიტანელ არტისტებზე გაიცემოდა და წარსულში, მისი რეციპიენტები სემ სმიტი და ორ-ორჯერ, One Direction, ადელი და ედ შირანი გახდნენ.

,,2024 წელს ის იყო ყველგან” – აღნიშნულია დაჯილდოების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ საღამოზე საბრინა კარპენტერის სადებიუტო პერფორმანსიც შედგება.

მნიშვნელოვანი აღიარების გარდა, მომღერალი დაჯილდოების ორ ნომინაციაშიცაა წარდგენილი. წელს პირველად მას ,,საუკეთესო საერთაშორისო არტისტისა’‘ და ჰიტისთვის – Espresso ,,საუკეთესო საერთაშორისო სიმღერის” ნომინაცია მიენიჭა.

BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – საიუბილეო დაჯილდოების ტოპ ნომინანტი ჩარლი XCX გახდა

საბრინა კარპენტერი დოლი პარტონთან ერთად სიმღერის – Please Please Please ახალ ვერსიას გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები