LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ყველაზე მახინჯი ავტომობილები გამოავლინეს

83

ბრიტანული საავტომობილო გამოცემის, Autocar-ის ჟურნალისტებმა ყველაზე ლამაზი ავტომობილების დასახელების შემდეგ, ყველაზე მახინჯი მოდელების ჩამონათვალიც წარმოადგინეს.

პირველი ადგილი VANDEN PLAS 1500 -მა დაიკავა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ავტომობილი პოზიციონირდებოდა როგორც პრემიალური, მისი ძარისა და ინტერიერის დიზაინი სადავოა. საინტერესოა, რომ ამან გაყიდვებს ხელი არ შეუშალა.

მეორე ადგილზე Suzuki X90 გავიდა, რომელიც 1995 წელს გამოჩნდა. მოდელმა კომპაქტური ძარა და გადასაშლელი სახურავი მიიღო, თუმცა, წინა ოპტიკის ელემენტები და ძარის ფორმა მთლიანობაში სასაცილო გარეგნობას ქმნის.

მესამე ადგილი მინივენ SsangYong Rodius-ს ერგო, რომელსაც Autocar-ის აზრით, ”აბსურდულად სივრცითი” სალონი აქვს. ცუდი გაყიდვების გამო, 2011 წელს წარმოებიდან მოიხსნა.

მეოთხე პოზიციაზე სრულიად მოულოდნელად 1989 წლის Alfa Romeo SZ აღმოჩნდა. მასზე კომპანია Zagato-ს დიზაინერებმა იზრუნეს, ის წინა ოპტკის არასტანდარტული ფორმითა და პატარა ზომის რადიოატორის ჩარჩოთი გამოირჩევა.

ბოლო, მეხუთე პოზიციას კი 2001 წლის REVA G-Wiz იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები