LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი ამერიკას აღარ ენდობა, ტერაქტის შესახებ ინფორმაციას აღარ გაუზიარებს

113

ბრიტანეთის პოლიცია მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს აღარ გაუზიარებს, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, ტერაქტის შესახებ მანამდე მიწოდებულმა ინფორმაციამ ამერიკის სამართალდამცველი ორგანოებიდან გაჟონა და მედიისთვის საიდუმლო ინფორმაცია გახდა ცნობილი.

ოთხშაბათს ამერიკულ გაზეთში „ნიუ იორკ თაიმს“ გამოქვეყნდა ფოტოები, რომელიც აფეთქების ადგილას იყო გადაღებული და საქმეში მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ფოტოზე სხვა მნიშვნელოვან ფრაგმენტებთან ერთად ჩანდა მოწყობილობაც, რომელიც, სამართალდამცველების აზრით, დეტონატორი უნდა ყოფილიყო.

ამასთან, აფეთქებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ტერორისტის ვინაობის შესახებ, დაასახელეს მისი სახელი და გვარიც.

გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ბრიტანეთის ხელისუფლების და პოლიციის აღშფოთება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ პუბლიკაცია გამოძიებას შეუშლის ხელს.

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა ემბერ რადმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვით შეშფოთებულია და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს.

აღნიშნულ საკითხს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააყენებს, ლიდერები ნატო-ს სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g