LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი ევროპა აღარ არის: პრემიერლიგის ლეგიონერებს პრობლემები ექმნებათ

43

ფეხბურთისა და პოლიტიკის გზები ისევ გადაიკვეთა. ევროკავშირიდან გასვლის ბრიტანული გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ფეხბურთზეც აისახება.

122 ფეხბურთელმა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის უფლება დაკარგოს. ამის მიზეზი სწორედაც რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაა.
არ არის გამორიცხული ინგლისმა ლეგიონერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს.

პრემიერლიგის წესებით, არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ფეხბურთელებს ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკრებში დაახლოებით 30 პროცენტი უნდა ეთამაშათ, რათა ინგლისში თამაშის უფლება მიეღოთ. იმ ნაკრებების მოთამაშეებმა, რომლებიც ფიფას რეიტინგში მე-11-დან მე-20 ადგილებზე არიან, მატჩების 45% უნდა ჩაატარონ. თუ ეს წესები არ შეიცვლება, 122 ფეხბურთელის სამუშაო ვიზა რისკის ქვეშ დადგება, ამტკიცებს Get French Football.

მოგეხსენებათ, დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის დატოვებას მხარი 51.9%-მა დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები