LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა პუტინის „შიდა წრე“ დაასანქცირა, მათ შორისაა რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი

1571
putin-sanctions-rubles-russia

მორიგი სანქციები ბრიტანეთისგან – გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შიდა წრე“.

დასავლური მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოიხსენიებს, როგორც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი „კრემლის მთავარი მხარდამჭერია“. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააკისრა პუტინის ბიძაშვილ ანნა ცივილევასაც. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუს მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც სირიაში, ასადის რეჟიმს მხარს უჭერენ.

„სანამ პუტინი უკრაინაზე საზიზღარ თავდასხმებს აგრძელებს, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს, რათა რუსული ომის მანქანა დავასუსტოთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები