ლოს-ანჯელესში LACMA Art + Film-ის გალა-კონცერტი გაიმართა. ვარსკვლავებს შორის წითელ ხალიჩაზე 49 წლის მსახიობი, ჯუდ ლოუც გამოჩნდა და ამ საღამოს საზოგადოების მზერა სწორედ მისკენ იყო მიპყრობილი.
ჯუდს ყავისფერი, ატლასის ორბორტიანი პიჯაკი ამშვენებდა, რომელსაც მან შავი შარვალი შეუხამა. ფოტოობიექტივის წინაშე ლოუ ჩვეულ ქარიზმასა და დახვეწილობას ასხივებდა. მის „ლუქს“ „ბრიონის“ შავი, სამკერდე ხელსახოცი ასრულებდა.
ჯუდ ლოუს 7 საუკეთესო როლი – რჩეული ფილმები
ჯუდ ლოუს ორეული, მისი უფროსი ვაჟი რაფერტი ფრანგული ბრენდის სარეკლამო კამპანიაში