ბრიტნი სპირსი „ინსტაგრამზე“ მორიგ ვიდეოებს ავრცელებს, ის ამჯერად ორი „ლუქითაა“ წარმოდგენილი. ეს გახლავთ წითელი კაბა და წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტიუმი. კადრებში არტისტი ჩვეულ სტილში ცეკვავს.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ 43 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში მორიგი, არაორდინარულ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მან გოგონა იშვილა და მას უკვე სახელიც შეურჩია.
„წლებია არ მივარჯიშია, ამიტომ ეს ვარდისფერი ბოდე ჩავიცვი. როგორ ხართ ლამაზებო? ყავა მჭირდება და მსურს გაცნობოთ, რომ ვიშვილე ულამაზესი გოგონა. მისი სახელია ლენონი ლონდონ სპირსი. შეეშვით ჭორაობას ამერიკა!!! გადავწყვიტე, იტალიაში გადავიდე საცხოვრებლად“, – წერს ბრიტნი.
ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთი თვლის, რომ ბრიტნის შვილი არ აუყვანია და უბრალოდ ახალ თოჯინაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ბრიტნიმ უკვე არაერთხელ გამოიწვია საზოგადოებაში აღშფოთება. გასულ წელს ის თოჯინასთან ერთად გამოჩნდა და ამბობდა, რომ მისი შვილი იყო. შემდეგ კი მასთან ერთად „სამოგზაუროდაც წავიდა“.