LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის პასუხი მათ, ვინც მას აკრიტიკებს – არტისტი ვიდეოს ავრცელებს

105
page

რამდენიმე დღის წინ, ბრიტნი სპირსი ლოს-ანჯელესის რესტორნიდან, Stonehouse Winery & Bar გამოსვლის დროს გადაიღეს. 43 წლის არტისტი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მას ხელში ბოკალი ეჭირა. სოციალურ ქსელებში მისმა უახლესმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კრიტიკას თავად სპირსიც გამოეხმაურა. მან პაპარაცებს „ძალიან ბოროტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად ავრცელებენ მის ყველაზე უიღბლო კადრებს. ბრიტნის თქმით, მუდმივი თვალთვალი მისთვის „ძალიან შეურაცხმყოფელია“ და თავს „დევნის მსხვერპლად“ მიიჩნევს.

რადიკალურად შეცვლილი ბრიტნი სპირსი ქუჩაში ჭიქით ხელში გადაიღეს – მედიაში აჟიოტაჟია

აღნიშნული ამბების შემდეგ „პოპის პრინცესამ“ „ინსტაგრამზე“ პირველი პოსტი გაავრცელა. ეს გახლავთ ვიდეო, რომელშიც 43 წლის არტისტი ჩვეულ სტილში, ენერგიულად ცეკვას და კაბას აფრიალებს.

მის მოძრაობებში გარკვეული აგრესია იგრძნობა, ამიტომ გამომწერებმა ეს ვიდეო ბრიტნის პასუხად ჩათვალეს მათთვის, ვინც მას აკრიტიკებს.

„ის ჩემი ორეული იყო“ – ბრიტნი სპირსი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები