LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს

47
belarus

ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს ბრიუსელი – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ პოტენციური სანქციების საკითხს იმ ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ადამიანების ტრეფიკინგს ხელს უწყობენ.

დღეს კი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც მიგრანტების საკითხზე ისაუბრებენ. სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g